ლიბიაში წყალდიდობის შედეგად 800 000 ადამიანი დაზარალდა

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად 800 000 ადამიანი დაზარალდა.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, ეს რიცხვი ლიბიის მოსახლეობის დაახლოებით 11%-ია.

აღმოსავლეთ ლიბიაში სტიქიის გამო საცხოვრებელი 38 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის, 30 000-მა მხოლოდ ქალაქ დერნაში.

ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ ლიბიაში წყალდიდობის შედეგად 11 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი თემები