,,მოვლენებს შევაფასებთ და საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირთან ურთიერთობებს შევწყვეტთ” – ერდოღანი

,,ევროკავშირი თურქეთიდან დისტანცირებას ცდილობს. ჩვენ ამ მოვლენებს შევაფასებთ, და, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირთან ურთიერთობებს შევწყვეტთ”. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

უცხოური მედიის ცნობით, ერდოღი თურქეთის შესახებ ევროპარლამენტის კრიტიკულ მოხსენებას გამოეხმაურა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ დღევანდელ მდგომარეობაში ევროკავშირში თურქეთის შესვლის პროცესი ვერ განახლდება. მოხსენება ასევე შეიცავს მოწოდებას ანკარასთან არსებული ურთიერთობებისთვის „პარალელური და რეალისტური ჩარჩოების“ შესწავლისკენ.

თურქეთს უკვე 24 წელია, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს მიღებული, თუმცა ბოლო წლებში მოლაპარაკებები ამ საკითხზე ჩიხშია შესული, რადგან ევროკავშირს ამ ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევასა და სამართლის უზენაესობის პატივისცემისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება აშფოთებს.

მსგავსი თემები