უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ორი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი გაანადგურეს

დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ სვიტლოდარსკში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ძლიერი დარტყმებით გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალების ორი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Buk-M3. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი ავრცელებს.

„დღეს, დაახლოებით 12:30 საათზე, დროებით ოკუპირებულ სვიტლოდარსკში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოახდინეს ორი Buk-M3 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „დემილიტარიზაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორივე საჰაერო თავდაცვის სისტემით, რუსები ცდილობდნენ დაეცვათ ბრიგადის შტაბის მიმდებარე ნაწილები და სადესანტო სამმართველო.

მსგავსი თემები