,,კიმ ჩენ ინი და პუტინი, სავარაუდოდ, 152-მმ საბჭოთა ჭურვების მიწოდებაზე შეთანხმდნენ” – მარკ მილი

ჩრდილოეთ კორეას შეუძლია გააძლიეროს რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინაში ომისთვის, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. ამის შესახებ შეერთებული შტატების არმიის გენერალმა მარკ მილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთში გამართულ შეხვედრაზე კიმ ჩენ ინი და პუტინი სავარაუდოდ, რუსეთისთვის საბჭოთა დროინდელი 152-მმ საარტილერიო ჭურვების მიწოდებაზე შეთანხმდნენ, თუმცა, ჯერ უცნობია რამდენი იქნება ეს დახმარება, ან რამდენად მალე.

„ექნება ამას დიდი მნიშვნელობა? მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი”, – განუცხადა მილიმ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში ჩავიდა და ,,ვოსტოჩნის” კოსმოდრომზე პუტინს შეხვდა. რამდენიმესაათიანი დახურული მოლაპარაკებების ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები