კანადა უკრაინისთვის საერთაშორისო ფონდში $24,5 მილიონს გადარიცხავს

კანადა, დიდი ბრიტანეთის ინიციატივით შექმნილ უკრაინის საერთაშორისო დახმარების ფონდში 24,38 მილიონი აშშ დოლარს გადარიცხავს.

კანადის მიერ გადარიცხული ფული მოხმარდება უკრაინისთვის ასობით მოკლე და საშუალო მანძილის საზენიტო რაკეტისა და მასთან დაკავშირებული სისტემების შეძენას, რომლებიც საჭიროა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.

ცნობისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში, კანადის დახმარების ჯამური ოდენობა 8 მილიარდ დოლარზე მეტია, საიდანაც 1,8 მილიარდზე მეტი სამხედრო დახმარებაზე მოდის.

ამ დახმარების ფარგლებში, კანადამ უკრაინას უკვე მიაწოდა AIM-7 რაკეტები, 155 მმ და 105 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალა, Leopard 2A4 ძირითადი საბრძოლო ტანკები და ჯავშანტექნიკა, საევაკუაციო მანქანა, NASAMS საზენიტო სარაკეტო სისტემა საბრძოლო მასალებით, 39 ჯავშანტექნიკა, საბრძოლო დამხმარე მანქანები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, M777 ჰაუბიცები და საბრძოლო მასალები, მაღალი გარჩევადობის დრონის კამერები, ზამთრის ტანსაცმელი და სხვა.

მსგავსი თემები