,,ვიმედოვნებთ, რომ ინტენსიურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს და მივაღწევთ საკითხის გადაწყვეტას“ – ფაშინიანი

სომხეთი და აზერბაიჯანი 5 ოქტომბერს გრანადაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე არანაირი დოკუმენტის ხელმოწერას არ გეგმავენ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

,,სამშვიდობო დღის წესრიგი ჩვენი პრიორიტეტია და გვსურს ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან რაც შეიძლება მალე, მაგალითად, წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ძალიან მინდა ვთქვა, რომ დოკუმენტის გაფორმება იგეგმება გრანადაში, მაგრამ სამწუხაროდ არა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ინტენსიურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს და მივაღწევთ საკითხის გადაწყვეტას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მსგავსი თემები