,,უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს აშშ მართავს” – ლავროვი

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს შეერთებული შტატები მართავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ხდება ის, რომ უკრაინას მრავალი წელი ამზადებდნენ, რათა მისი ხელით ეწარმოებინათ ბრძოლა რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მისაყენებლად. რაც არ უნდა თქვან, ისინი მართავენ ამ ომს, აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალას, დაზვერვის მონაცემებს, თანამგზავრებიდან მონაცემებს – ისინი ჩვენს წინააღმდეგ ომს აწარმოებენ”, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები