უკრაინის თავდაცვის ბოლო ცნობები ფრონტიდან

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის ინფორმაციით, ამჟამად უკრინის შეიარაღებული ძალები შეტევით ოპერაციებს ატარებენ ბახმუტის სამხრეთით. მისივე თქმით, მტერი დღეს წარუმატებლად ცდილობდა თავდაცვის გარღვევას დონეცკის ოლქის იაგიდნისა და ბოჰდანივკას რაიონებში.

„შეტევითი ოპერაციები გრძელდება ბახმუტის სამხრეთით. კლიშჩიივკა და კურდიუმივკა ახლა ცხელი წერტილებია. კლიშჩიივკას რაიონში შეტევითი მოქმედებების შედეგად ჩვენმა თავდაცვის ძალებმა წარმატებას მიაღწიეს. მტერი წარუმატებლად ცდილობდა გაერღვია ჩვენი თავდაცვა ქ. დონეცკის ოლქის რაიონებში. რუსებმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ჩაატარეს დონეცკის ოლქის მარინკას რაიონში იეინსკის მიმართულებით“, – ამბობს მალიარი.

არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მიმართულებითაც.

,,საოკუპაციო ჯარებს აყენებენ მნიშვნელოვან დანაკარგებს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის, აიძულებენ ოკუპირებული პოზიციების დათმობას, აქვთ ნაწილობრივი წარმატება ვერბოვოისა და ნოვოპროკოპივკას რაიონებში. ზაპოროჟიეს რეგიონში, მტერი გააძევეს დაკავებული პოზიციებიდან. ხერსონის მიმართულებით ჩვენი დამცველები ანადგურებენ მოწინააღმდეგის საწყობებს და აზიანებენ მტრის ზურგს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი თემები