ყაჩაღობა წალენჯიხაში – 5 პირი სახლში შეიჭრა და ადგილობრივს ფიზიკურად გაუსწორდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მედანში, 5 შეიარაღებული პირი ადგილობრივ მცხოვრებს გია მიქავას, საკუთარ სახლში თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და წაიღეს 17 000 ლარი, რომელიც მიქავას თხილის ჩაბარების შედეგად ჰქონდა.

დაზარალებული უკვე გამოიკითხა პოლიციაში, თუმცა მომხდარზე ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლით.

მსგავსი თემები