იტალიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა – არის მსხვერპლი

იტალიის საჰაერო ძალების MB-339 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩრდილოეთ ქალაქ ტურინის მახლობლად სავარჯიშო ფრენის შესრულების დროს ჩამოვარდა, რომლის შედეგად 5 წლის ბავშვი დაიღუპა. მძიმე დამწვრობა მიიღო დაღუპული ბავშვის 9 წლის ძმამ, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტომობილი, რომლითაც 5 წლის ბავშვი და მისი ოჯახი გადაადგილდებოდნენ, აეროპორტის პარალელურ გზაზე მოძრაობდა. ჰოსპიტალიზებული არიან ბავშვების მშობლებიც.

საბრძოლო თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება მოახერხა და გადარჩა.

მსგავსი თემები