,,ცდილობენ, ჯაშუში, რუსეთის ინტერესების გამტარებელი გააპარონ ან უკვე გააპარეს საქართველოდან” – ვაშაძე

,,ქართულ ოცნებას” სურს გააპაროს ოთარ ფარცხალაძე ქვეყნიდან. კითხვას ვუსვამ საგამოძიებო ორგანოებს, სად იმყოფება ახლა ოთარ ფარცხალაძე? ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვასაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

,,უტყუარად დადასტურებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან, რომ ოთარ ფარცხალაძე არის რუსეთის სადაზვერვო სამსახურების და ,,ეფესბეს” ჯაშუში საქართველოში. ოთარ ფარცხალაძე ვინმე რიგითი ადამიანი კი არა, ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი იყო. ყველას ჰქონდა კითხვა, საიდან გახდა ეს ადამიანი ასე სწრაფად ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი და მერე გენერალური პროკურორი. უტყუარია, რომ სწორედ რუსეთის მითითებით მოხდა მისი დანიშვნა გენერალურ პროკურატურაში.

კიდევ უფრო მძიმეა ის ფაქტი, რომ დღემდე ოთარ ფარცხალაძის გარემოცვა, მისი მოადგილეები და თანამშრომლები ისევ იკავებენ შესაბამის პოზიციებს. მხოლოდ განცხადება, რომ მოკვლევა დაიწყო, არაფერს ნიშნავს.

,,ქართულ ოცნებას” სურს გააპაროს ოთარ ფარცხალაძე ქვეყნიდან. კითხვას ვუსვამ საგამოძიებო ორგანოებს, სად იმყოფება ახლა ოთარ ფარცხალაძე? ჩვენი ინფორმაციით, ის სანქციების გამოქვეყნების დღეს საქართველოში იმყოფებოდა. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისთვის საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლების ჩამორთმევა. ამასთან, ყველა ის ადამიანი, ვინც მასთან იყო შემხებლობაში, უნდა მოხდეს მათთვის უფლებამოსილებების დროებით მაინც შეჩერება. ეს არის ის სავალდებულო ქმედება, რომელიც საქართველოში ახლა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ. ამის ნაცვლად, ისინი ჩართული არიან რუსული ინტერესების გატარებაში და ცდილობენ, ჯაშუში, რუსეთის ინტერესების გამტარებელი გააპარონ ან უკვე გააპარეს საქართველოდან“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები