ბათუმში, მაღაზიაში შეიარაღებული პირი შეიჭრა – მან პოლიციის მისამართით გაისროლა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ღამით სროლა იყო.  “ბათუმელების” ინფორმაციით, ერთ-ერთ მაღაზიაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფულს ითხოვდა. მათივე ცნობით, მაღაზიიდან მოახერხეს დაცვის პოლიციასთან დაკავშირება.

პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ შეიარაღებულმა პირმა მაღაზია ისე დატოვა, რომ არაფერი წაუღია.

“ბათუმელების” ინფორმაციით, რომ მან პოლიციელების მისამართით გაისროლა და დააკავეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი თემები