უკრაინასა და ევროკავშირს შორის ახალი ისტორიული ნაბიჯი უნდა განხორციელდეს წელს – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინასა და ევროკავშირს შორის ახალი ისტორიული ნაბიჯი უნდა განხორციელდეს წელს და უკრაინის ხელისუფლების ყველა შტომ უნდა იმუშაოს ამისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო კაბინეტის სხდომა გაიმართა.

„ჩვენ განვიხილეთ ფრონტზე არსებული მდგომარეობა და მოლოდინები უახლოეს მომავალში. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენი ბრიგადების გაძლიერების შესახებ, იარაღისა და საბრძოლო მასალის საკუთარ წარმოებაზე უკრაინაში და ჩვენი პარტნიორების მხრიდან მარაგებზე. განვიხილეთ მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაცია. ნათლად ვხედავთ, რისთვის ემზადებიან ოკუპანტები და რისთვის უნდა იყვნენ მზად ჩვენი მეომრები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები