ვიეტნამში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 56 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც. დაშავდა 37 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, 9-სართულიან კორპუსში, სადაც დაახლოებით 150 ადამიანი ცხოვრობს, ხანძარი ღამით გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო ჯგუფებმა დაშავებულები ახლო მდებარე კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ადამიანები ხანძრისგან თავის დაღწევის მიზნით ფანჯრებიდან გადმოხტნენ.

ცნობილია, რომ პოლიციამ შენობის მფლობელი შენობაში ხანძრისსაწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის გამო დააკავა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები