სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამთენიისას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ცეცხლი გახსნეს.

სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, მათ მხარეს დანაკარგი არ განუცდია, ამ დროისთვის კი სიტუაცია სტაბილურია.

ინფორმაციას უარყოფს აზერბაიჯნული მხარე. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ინფორმაცია მცდარია და რეალობას არ ასახავს.

მსგავსი თემები