სააკაშვილმა უნდა შეძლოს კვალიფიციური დახმარების მიღება კლინიკაში – უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული

 გავგზავნეთ თხოვნა იმის შესახებ, რომ უკრაინელმა ომბუდსმენმა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. პასუხი დღემდე არ მიგვიღია – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ოლექსანდრ შულგამ განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეძლოს კვალიფიციური დახმარების მიღება კლინიკაში.

„ჩვენ გავგზავნეთ თხოვნა იმის შესახებ, რომ უკრაინელმა ომბუდსმენმა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ისევ იქ ვრჩებით, სადაც ვიყავით. არცერთი ოფიციალური უწყებისგან არ მიგვიღია პასუხი. ჩვენ მივმართავთ იმის შესახებ, რომ უნდა იყოს ჰუმანიტარული აქტი. ბატონმა სააკაშვილმა უნდა შეძლოს კვალიფიციური დახმარების მიღება კლინიკაში“, – განაცხადა ოლექსანდრ შულგამ.

მსგავსი თემები