ღორის ტყავისგან დამზადებული ტყლაპი და ცხვრის ბეწვის ტკბილეული – ჩინური კულინარიული სასწაული

ჩინური სამზარეულოს მრავალფეროვნება და ეგზოტოკური საკვები მსოფლიოში ცნობილია, თუმცა, ის, რაც საკუთარი თვალით ვნახე და დავაგემოვნე, სულ სხვაა.

დიახ, აქ ნაგავში არაფერს ყრიან, ყველაფერს ამუშავებენ და დანიშნულებას აძლევენ. მაგალითად, მაღაზიებში შევნიშნე ტყლაპი. დავინტერესდი რისგან იყო ის დამზადებული. არც მეტი არც ნაკლები, აღმოჩნდა, რომ სწორედ ღორის ტყავისგან მზადდება ეს ტყლაპი, რომელიც საკვებად გამოიყენება.

ჯინშენი, ეს არის ყველაზე ცნობილი, გრძელი და ტურისტული ქუჩა ქალაქ სიემენში. ეს არის ქუჩა, სადაც ღამის ცხოვრება გიზგიზებს. ეს არის ქუჩა, სადაც ყველაფერი იყიდება და არის წარმოდგენილი, რაც ჩინურ კულტურასთან და სამზარეულოსთან არის დაკავშირებული.

შემდეგი პროდუქტი რომელმაც ჩემი ყურადღება გამოიწვია, ძალიან ჰგავდა ბამბის ნაყინს, თუმცა შეფერილობით იყო უფრო მუქი ყავისფერი. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო დამუშავებული ცხვრის ბეწვი, რომელსაც ასევე საკვებად იყენებენ.

ეს ყველაფერი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში.

 

 

 

 

მსგავსი თემები