შოვიდან დაბრუნებულ ვერტმფრენს ნახევარმილიონიანი დეტალის შეცვლა სჭირდება

შოვში, სტიქიის ზონაში მომუშავე სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებულ ვერტმფრენს, რაჭიდან დაბრუნების შემდეგ ნაწილის შეცვლა სჭრდება, რომელიც 586 ათას 501 ლარი ჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნაწილის შესაძენად სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად 2023 წლის 12 სექტემბერს მიმართა. როგორც ირკვევა, სასაზღვრო პოლიციას კუდა ხრახნი მარაგში არ მოეპოვება.

,,თქვენი თანხმობის შემთხვევაში გთხოვთ, დაავალოთ თქვენდამი დაქვემდებარებულ შესაბამის სამსახურებს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განახორციელონ შესაბამისი პროცედურები კუდა ხრახნის 246-3904-000 სერია „01“ კომპლექტის, ლოპოტებით 246-3925-00 უმოკლეს ვადებში შესაძენად“, – აღნიშნულია სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ 2023 წლის 23 აგვისტოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსისადმი გაგზავნილ პატაკში.

მსგავსი თემები