,,ზაზას თავისი ღვიძლი შვილებისგან არც არასოდეს განუსხვავებია”- სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედარი ზაზა მესხის ოჯახიდანაა

შოვში ნაპოვნი ბავშვის ცხედარი იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონაში ნაპოვნი 32-ე ცხედარი ზაზა მესხის ოჯახიდანაა და ალინა პოლიკოვსკას შვილია.

ზაზა მესხის მეგობარი სტიქიის დროს დაღუპულ ბავშვზე წერს:

„გუშინ გვაცნობეს, რომ სევას ცხედართან ერთად იპოვეს ლურჯი ფერის სამკლავური. დანამდვილებით ვიცით, რომ სევა ლურჯი ფერის სამკლავურს ტრავმის შემდეგ ატარებდა. “დნმ” ტესტირება ჩართულია და ამას უახლოეს მომავალში დაადასტურებს. სევა-ვსევოლოდი ალინასა და იაროსლავის ღვიძლი შვილი იყო, და ის ზაზას თავისი ღვიძლი შვილებისგან არც არასოდეს განუსხვავებია – ზაზასგან სულ მესმოდა: სევა, სევოჩკა…“,-წერს ზაზა მესხის მეგობარი.

,,ვიპოვეთ შენი სუნთქვაშეკრული სხეული და „ბედნიერები“ ვართ”- გარდაცვლილის მამა

მსგავსი თემები