ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანამ საზღვრებზე რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალა

13 სექტემბერს, დილის 10 საათიდან ესტონეთმა აკრძალა რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნებით მანქანების შემსვლა ქვეყანაში, რითაც ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანამ შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები.

ამ გზით, ესტონეთი შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნებს ეკრძალებათ რუსული ნომრით კერძო მანქანების ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვება.

,,დღეიდან, ესტონეთი აუკრძალავს შემოსვლას რუსეთში რეგისტრირებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებას. არ მივესალმებით მათი პრივილეგიებით სარგებლობას,  სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს,”- წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი თემები