არც მე და არც ჩემი უამრავი თანამოაზრე არ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკაში ოდესმე შეიძლება გავნულდეთ – ნიკა მელია

არც მე და არც ჩემი უამრავი თანამოაზრე არ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკაში ჩვენ ოდესმე შეიძლება გავნულდეთ – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მან  წარმატებები უსურვა ყველას, ვინც ფიქრობს, რომ პარტიას დღეს ლევან ხაბეიშვილი მართავს.

,,არც მე და არც ჩემი უამრავი თანამოაზრე არ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკაში ჩვენ ოდესმე შეიძლება გავნულდეთ. მარტივი მიზეზი აქვს ამას, იმიტომ, რომ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ხალხის ინტერესთან ახლოს.  არ შეიძლება იყო ხალხის ინტერესის გამტარებელი და პოლიტიკაში ამ ამბიციით იყო და ოდესმე შეიძლება განულდე. მე არ ვფიქრობ, რომ  მიხეილ სააკაშვილმა მიგულისხმა მე. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ამ პარტიას მართავს ლევან ხაბეიშვილი, წარმატებები მინდა ვუსურვო მათ ამ მოსაზრებაში. დღეს მე ვარ ძალიან ახლოს “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლებთან. დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. თუ გიგი უგულავა და სხვები ამ ყველაფერს ადეკვატურად უყურებენ და უყურებენ, მისასალმებელია”, – აცხადებს ნიკა მელია.

 

 

 

მსგავსი თემები