,,ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ბევრი ადამიანისთვის საქართველოში”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ბევრი ადამიანისთვის საქართველოში – ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის სრულყოფა ევროპის სტრატეგიულ ინტერესებსა და უსაფრთხოების ინტერესებშია.

,,მომავალი ნათელია. ჩვენ აქ ნათლად ვთქვით – უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია. დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ჩვენს კავშირშია. მოლდოვას მომავალი ჩვენს კავშირშია. და მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ბევრი ადამიანისთვის საქართველოში. ისტორია ახლა ჩვენ მოგვიწოდებს, ვიმუშაოთ ჩვენი გაერთიანების სრულყოფაზე სამყაროში, სადაც ზოგი ცდილობს ერთმანეთის მიყოლებით გაანადგუროს სახელმწიფოები, ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ თავს უფლება, უკან მოვიტოვოთ ჩვენი თანამოძმე ევროპელები. სამყაროში, სადაც ზომას და წონას მნიშვნელობა აქვს, ჩვენი კავშირის სრულყოფა ევროპის სტრატეგიულ ინტერესებსა და უსაფრთხოების ინტერესებშია”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები