მოსკოვმა ბაქოს დიპლომატიური დემარში გამოუცხადა

მოსკოვმა ბაქოს დემარში გამოუცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებთან დაკავშირებით – ამის შესახებ ყოველკვირეულ ტრადიციულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმად, რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს იურიდიული ძალა ვერ ექნება.

„ბაქო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის საკითხს ისეთივე პატივისცემით უნდა უდგებოდეს, როგორც პარტნიორები ელოდებიან ჩვენი მხრიდან, როდესაც საუბარი ეხება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ზახაროვამ.

მსგავსი თემები