ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობაში ყოფნას შეძლებენ“, – აცხადებს საგარეო.

აღნიშნული ცვლილება მთავრობის 225-ე დადგენილებაში უკვე შევიდა. რეგულაცია 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.

მსგავსი თემები