არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი, უსაფრთოხების ერთადერთი გარანტი არის ნატო-ს ქოლგა – ირაკლი კობახიძე

არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, საქართველომ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ამერიკული ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.

მისი თქმით, ნატო-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი.

„წყარო ვინ არის ამ ინფორმაციის? ეს ხომ არასერიოზულია. წყარო როცა არის ვიღაცის სახელი და გვარი, ეს უკვე სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ერთადერთი, რამაც შეიძლება, საქართველოს მისცეს უსაფრთხოების გარანტია არსებულ ვითარებაში. ეს არის ნატო-ს წევრობა. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იცავს სწორედ ნატო-ს ქოლგა. არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? ნატო-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი. ამიტომ არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული“, – განაცხადა კობახიძემ

მსგავსი თემები