ზესტაფონში კვების ობიექტში ტრაილერი შევარდა

ზესტაფონში სწრაფი კვების ობიექტში ტრაილერი შევარდა. შემთხვევა დღეს 7 სექტემბერს, დილით მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის დროს ობიექტში მოლარე და მცხობელი იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი მათგანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულს მოტეხილობები აღენიშნება.

დაზიანდა მიმდებარე ობიექტებიც. მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

მსგავსი თემები