,,კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო, განაცხადა პრეზიდენტმა” – მამუკა მდინარაძე

,,კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო, განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა”. ასე ეხმაურება ,,ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

მდინარაძე გააღიზიანა პრეზიდენტის მიმართვამ, რომელმაც მოსახლეობას უთხრა, რომ ანგარიშვალდებულება მხოლოდ მათთან აქვს და მის გადადგომაზე “ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს”.

,,კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო – განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა.

ეს იყო სულ! არც კი უცდია, ახლა მაინც ეღიარებინა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს! დაიმახსოვრეთ, მის ამ განცხადებასაც კი მხარს დაუჭერენ, ეს არის დავალების მიმღების ხვედრი.

საქართველოს დავალებებით ვერასდროს ვეღარავინ მართავს! ამ მოცემულობის გათვალისწინებით გახდება ის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ამაყი და ღირსეული წევრი!”, – წერს მდინარაძე.

მსგავსი თემები