,,მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს ამის საშუალება”- მამუკა მდინარაძე

,,მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს ამის საშუალება,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ”თავისი ოჯახის ხარჯებით, ჩარტერით არის გაფრენილი შვილთან ერთად ევროპაში და იქიდან გადაფრინდა ჩვეულებრივად, აშშ-ში.”

,,რაც გავარკვიეთ ძალიან მოკლედ, კომუნიკაციის შედეგად, თავისი ოჯახის ხარჯებით, ჩარტერით არის გაფრენილი შვილთან ერთად ევროპაში და იქიდან გადაფრინდა ჩვეულებრივად, აშშ-ში. ჩემი აზრით, ეს არის მაშინ თქვენი საქმე, როცა ითვალისწინებს კანონი, გამოქვეყნდება, დეკლარაციაში ჩაიწერება, იმიტომ, რომ არის კერძო ხარჯი. მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს ამის საშუალება, თუ არ მომეხმარა, მაგალითად, ოჯახის რომელიღაც წევრი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ეს საშუალება. ჰოდა, გეუბნებით, მე ამ წუთში ჩარტერით ვერ გავფრინდები და (ირაკლი ღარიბაშვილის) ოჯახს აქვს გარკვეული შემოსავალი, როგორც ჩანს. იკითხეთ და გაგცემენ პასუხს – დეკლარაციაში ეწერება, ხალხო, დეკლარაციაში არ წერიაო, გუშინ წინ ადამიანი გაფრინდა და დღეს დეკლარაციაში რატომ არ წერიაო, ხომ სპეკულაციაა,”- განაცხადა მდინარაძემ.

 

კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა – მთავრობის სტრატკომი

მსგავსი თემები