ნანა ჯანაშიას გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართება

17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია.

ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში, მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

მან კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 1998 წელს დააფუძნა. 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა უფრო მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნაში.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი განცხადებას ავრცელებს, რომელიც ნანა ჯანაშიას ხსოვნას ეძღვნება:

„ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო,
გიწვევთ ჩვენი საყვარელი კოლეგის, მეგობრის, შვილის, მეუღლის, დისა და დედის, ნანა ჯანაშიას გამოსამშვიდობებელ საღამოზე.

ნანა იყო გამორჩეული ლიდერი და მრავალი ადამიანის შთაგონების წყარო, რომელმაც თავისი ცხოვრება სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას მიუძღვნა.

მათ, ვისაც სურთ, გაიხსენოს ნანა და სხვებსაც გაუზიარონ მოგონებები მასზე, ველოდებით 8 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო სტამბაში, 16:00 საათიდან, დარბაზი „დოუმი“. ასევე, სამძიმრის წიგნი მე-4 სართულზე, 16:00-დან 20:00 საათამდე იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ ვიკრიბებით ნანასთან გამოსამშვიდობებლად და მისი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. ეს ცერემონია იქნება შესაძლებლობა, გავუზიაროთ ერთმანეთს ისტორიები და მოგონებები ნანაზე, რომლებიც მის პიროვნებაზე საუბრობს, იმ ღვაწლსა და გავლენაზე, რომელიც მან მოახდინა მრავალი ადამიანის ცხოვრებაზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ცერემონიალის დროს მედიაგაშუქება, ფოტო და ვიდეოგადაღება დაუშვებელია. პატივისცემით, ნანას ოჯახი და კოლეგები“.

მსგავსი თემები