უკრაინამ თურქეთს „მარცვლეულის დერეფნის“ რუსეთის გარეშე მუშაობის განახლების შეთავაზება გადასცა

უკრაინამ თურქეთს „მარცვლეულის დერეფნის“ რუსეთის გარეშე მუშაობის განახლების შეთავაზება გადასცა.

არსებული ინფორმაციით, უკრაინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ტერიტორიულ წყლებში არსებულ დერეფნებში ხომალდების მიმოსვლაზე შეზღუდვები არ არის.

„თურქულ მხარეს მარცვლეულის დერეფნის რუსეთის გარეშე მოქმედების წინადადება გადავეცით. ჯერჯერობით არ არის საბოლოო დადასტურება, თუმცა, ვინაიდან ხომალდები უკვე დადიან რუმინეთის, ბულგარეთის, ასევე, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში და გადიან სრუტეებს შეზღუდვების გარეშე, ეს ნამდვილად რაციონალური გზაა“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ანკარასა და კიევს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა, უახლოეს დღეებში ან გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართოს.

მსგავსი თემები