ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა – ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა, დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ბათუმელები” ავრცელელბს.

აფეთქების შედეგად ბავშვმა მძიმე დაზიანებები მიიღო სახის არეში, ერთი თვალი დაკარგა, მოხერხდება თუ არა მეორე თვალის გადარჩენა, ჯერჯერობით უცნობია. ბავშვი თბილისშია გადაყვანილი და დღეს კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებენ.

როგორც „ბათუმელებს“ ინფორმირებული პირმა განუცხადა, ბავშვმა გადაგდებული მაშხალა იპოვა და ანთების დროს აუფეთქდა ხელში.

მსგავსი თემები