,,პუტინმა სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა”- იენს სტოლტენბერგი

პუტინმა არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურის მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინმა სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.

„რეალობა ისაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა, სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც გასულ წელს უკრაინაში შეიჭრა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან აბსოლუტურად არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები, უკრაინელი ხალხის, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, ერთგულება და სიმამაცე. კიდევ ერთი დიდი სტრატეგიული შეცდომა, რომელიც მან დაუშვა, იყო ის, რომ მან არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, ეკონომიკური სანქციებით, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით უკრაინის მხარდაჭერის, უკრაინის გვერდით დგომის ჩვენი მზადყოფნა, ჩვენი ერთგულება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები