ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა ჰაკობიანი კიევში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, ანა ჰაკობიანი კიევში ჩავიდა.

ანა ჰაკობიანი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან  და მის მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან გადაღებული ფოტოებს აქვეყნებს. მან სოციალური ქსელით გაავრცელა ვიდეოც ქვეყნების პირველი პირების მეუღლეების სამიტიდან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო.

,,კიევში თბილი და პირდაპირი კონტაქტი მქონდა ჩეხეთის, ესტონეთის, სერბეთის, უკრაინის, ლიტვის პირველ ქალბატონებთან და დანიის, სლოვენიის და სლოვაკეთის ბატონებთან. სამიტზე ვისაუბრე მშვიდობაზე, მომავალი თაობებისთვის უკეთესი სამყაროს მემკვიდრეობაზე. მე დავაყენე 30 ათასი სომეხი ბავშვის უფლებების დარღვევისა და ლაჩინის დერეფნის ბლოკადის შედეგად შექმნილი ცხოვრების არაადამიანური პირობების საკითხი,”- წერს ანა ჰაკობიანი.

ოლენა ზელენსკას ინიციატივით გასამართ ყოველწლიურ სამიტის წლევანდელი თემა ფსიქიკური ჯანმრთელობა იყო.

მსგავსი თემები