,,ერთიანობა ისე მნიშვნელოვანია როგორც არასდროს, ერთად უნდა იმუშაოთ” – ბორელი

,,ერთიანობა ისე მნიშვნელოვანია როგორც არასდროს, ერთად უნდა იმუშაოთ”. ასე მიმართა საქართველოში ჩამოსულმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ქართველ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებას.

მისი თქმით, 12 რეკომენდაცია ბრიუსელის სიამოვნებისთვის კი არ უნდა შეასრულოს საქართველომ, არამედ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გააუმჯობესოს.

,,12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს ევროკავშირის მოსაზრებით, ეს უნდა შესრულდეს არა იმიტომ, რომ ბრიუსელს ასიამოვნოთ, არამედ იმიტომ რომ გააუმჯობესოთ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს უნდა ევროკავშირის წევრობა.

ამ მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად ყველამ ერთად უნდა იმუშაონ, კონსტრუქციულად, ერთობლივად, ერთიანობა ისე მნიშვნელოვანია როგორც არასდროს. მე ხვალ შევხვდები პრეზიდენტს , პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვისაუბრებთ პროგრესზე და იმ სამუშაოზე, რომელიც კიდევ არის გასაკეთებელი.

საქართველო ევროკავშირისგან იღებს დახმარებას. ევროკავშირის ინვესტიციები იზრდება საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძლიერი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით . საქართველომ გაწია მნიშვნელოვანი საქმე ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს თავდაცვის ძალებს. ჩვენ დაახლოებით 60 მილიონი ევროს დახმარებას გაწვდით, რათა გავზარდოთ თქვენი არმიის მედეგობა”, – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები