,,ექთანს საქართველოდან და IT-სპეციალისტს ინდოეთიდან არ დასჭირდეს თვეების განმავლობაში ლოდინი ვიზისთვის ან მუშაობის ნებართვისთვის“- შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი  გამოვიდა მოწოდებით, შესრულდეს კვალიფიციური მუშახელის იმიგრაციის კანონი, რომ ექთანს საქართველოდან და IT-სპეციალისტს ინდოეთიდან არ დასჭირდეს თვეების განმავლობაში ლოდინი ვიზისთვის ან მუშაობის ნებართვისთვის.

მისი თქმით, 2035 წლისთვის გერმანიაში 13 მილიონი დასაქმებული გავა პენსიაზე და სამუშაო ძალის ნაკლებობა კომპანიებისთვის გამოწვევას წარმოადგენს.

„მოგიწოდებთ ყველას, რომ კვალიფიციური მუშახელის იმიგრაციის შესახებ კანონი, რომელიც უკვე დამტკიცებულია, განხორციელდეს ყველგან გერმანიაში, რათა ჩვენ გვქონდეს არაბიუროკრატიული შესაძლებლობები, რომ ექთანს საქართველოდან და IT-სპეციალისტს ინდოეთიდან არ დასჭირდეს თვეების განმავლობაში ლოდინი ვიზისთვის ან მუშაობის ნებართვისთვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

 

მსგავსი თემები