,,ყველა მოქალაქე ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას”- ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ყველა მოქალაქე ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას.

მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – ელოდებით თუ არა იმპიჩმენტს, თუ ელოდებით, რომ პრეზიდენტი დღეს გადადგება?

,,თქვენი ფორმულირება იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით არ არის სწორი, თუ მოისმენთ რა გაკეთდა მმართველი გუნდისა და პრემიერის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი ფორმულირება არ უნდა იყოს თქვენი მხრიდან. რაც შეეხება იმას, თუ რას იტყვის საქართველოს პრეზიდენტი, ამის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია, დაველოდოთ. უტრირებთ, ამ საკითხის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან, არაფერ კავშირში არ არის და მოგიწოდებთ, რომ არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში. გაკეთდა ცალსახა განცხადება საპარლამენტო გუნდისა და პრემიერის მხრიდან. ეს ხომ სამართლებრივად არაერთხელ იქნა განმარტებული და შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში და ყველა მოქალაქე ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი 21 საათზე საზოგადოებას მიმართავს

მსგავსი თემები