„არასდროს უფიქრია თავზე, მხოლოდ ლუსიზე ფიქრობდა“ – სოფო ბაკურაძის დედა

3 აგვისტოს შოვში განვითარებულ სტიქიას ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.

გარდაცვლილთა შორისაა სოფო ბაკურაძე, რომელიც მარტოხელა დედა იყო, შოვში კი კოტეჯების დამლაგებლად მუშაობდა.

,,არ იცის ლუსიმ რა თქმა უნდა, გავარიდეთ ამ სიტუაციას. ეს ერთი შვილი ჰყავდა და ზედ იყო გადამკვდარი… ერთი ხმამაღალი ბავშვისთვის არ უთქვია, სულ ეფერებოდა, გეგონებოდა ჯერ არ უნახიაო. დედა არ უხსენებია, თითქოს ხვდება ბავშვი და თუ რა არი არ ვიცი…არასდროს უფიქრია თავზე, სულ ლუსიზე ფიქრობდა,”- განუცხადა რუსთავი2-ის გადაცემა „შუადღის“ ჟურნალისტებს დაღუპული გოგოს დედამ.

მსგავსი თემები