,,უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოც გახდებიან ევროკავშირის წევრები”- ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოც გახდებიან ევროკავშირის წევრები

,,ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოც გახდებიან ევროკავშირის წევრები. არ ვიცი, იქნებოდა თუ არა ვინმე მზად ამაზე ფსონების დასადებად ხუთი წლის წინ, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა უნდა გადავდგათ გაბედული ნაბიჯები, რათა უზრუნველვყოთ, რომ მომავლის ევროკავშირი 30-ზე მეტი წევრით იყოს გაძლიერებული”,- განაცხადა ბერბოკმა.

 

მსგავსი თემები