ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა კორპუსის მე-9 სართულზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში გაჭედილი კნუტი გადაარჩინა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა ბაგების დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში გაჭედილი კნუტი გადაარჩინა.

,,მაშველებმა რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ, კნუტის მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს და კედლის გამონგრევის შემდეგ, უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

მსგავსი თემები