,,ფაქტობრივად, წამალი გვიჭირავს ხელში”- აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი

,,ფაქტობრივად, წამალი გვიჭირავს ხელში”, – ამის შესახებ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით,  დღეს პასუხისმგებლობის აღებაზე მშობლებმა თანხმობას მოაწერეს ხელი.

,,დღეს ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ უკვე სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა წამალ ვოზორიტიდით და ჩვენ, მშობლებმა უზრუნველვყოთ მათი ტარება კლინიკაში შეუფერხებლად, დავიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი. კიდევ ათასჯერ ვიტყვი, თქვენი გვერდში დგომის გარეშე, ასე არ დაჩქარდებოდა პროცესი და ყველა აქტივისტს და ყველა მოქალაქეს გიმახსოვრებთ! როგორ არ დაგვტოვეთ მარტო”, – წერს მშობელი.

მსგავსი თემები