სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაკავების საქმეზე დარღვევა არ დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვტილება გამოაქვეყნა და  დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია თავისუფლების, უსაფრთხოების უფლების დარღვევას და უფლებების შეზღუდვის გამოყენების ფარგლების დარღვევას.

საქმე ეხებოდა  მელიას 2019 წელს დაპატიმრებასა და ელექტრონული სამაჯურის მიმაგრებას. სასამართლომ დასაშვებად ცნო სარჩელი და დაადგინა, რომ არ მომხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მხულის პირველი პუნქტის დარღვევა (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება).

ამასთან, სასამათლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას კონვენციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში. ასევე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ კონვეცნიის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის ფარგლებში ცალკე საკითხი არ წარმოიქმნება.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს სასამართლოებს, რომ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებისას, საქმეში არსებული მასალები ადასტურებდა „საფუძვლიან ეჭვს“, კონვენციის მე-5 მუხლის მნიშვნელობით, რომ მელიამ შესაძლოა, ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.

მსგავსი თემები