„დარწმუნებული ვარ, ზაზა იმ პატარა ბავშვის გადასარჩენად იბრძოდა, ვის გვერდითაც იპოვეს“- ზაზა მესხის ახლობელი

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ 31 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 პირს. სტიქიის ზონაში ნაპოვნია ზაზა მესხის ცხედარიც. ,,დნმ” ანალიზმა დაადასტურა ზაზას ცხედარი. პატარა ბიჭი ზაზას ცხედართან ერთად ჩვენ არ გვეკუთვნის. დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. ისინი ჯერ კიდევ იძებნება – ისინი ცელქები დახტუნავენ სადღაც ტყეში – ტყეში ჩვენს გულებში, – წერს რაფაელ გოგიტიძე. აღნიშნულ ფაქტს ზაზა მესხი ახლობელი ეხმიანება.  „დარწმუნებული ვარ, ზაზა იმ პატარა ბავშვის გადასარჩენად იბრძოდა, ვის გვერდითაც იპოვეს და ამ დროს დაიღუპა,“ – წერს ზაზა მესხის ახლობელი.

მეტი...

,,ბავშვები არ დაიშვებიან”- ევროპული ავიაკომპანია თვითმფრინავში ახალ ზონას ამატებს

ევროპული ავიაკომპანია 48 დოლარად ამოქმედებს ბავშვებისგან თავისუფალ ზონებს თავის ფრენებზე.  ავიაკომპანია Corendon-მა  განაცხადა, რომ ნოემბრიდან ამსტერდამსა და კარიბის ზღვის კუნძულ კურასაოს შორის მარშრუტზე ბავშვებისგან თავისუფალ ზონებს გახსნის. მონაკვეთი, რომელსაც ავიაკომპანია “მხოლოდ ზრდასრულთა” ზონას უწოდებს, განთავსდება თვითმფრინავის წინა მხარეს და დაიხურება კედლებითა და ფარდით. იქნება 93 სტანდარტული ადგილი, რომელთა დაჯავშნა 16 წელზე უფროსი ასაკის მგზავრებს შეუძლიათ 45 ევროდ, ანუ დაახლოებით 48 დოლარად, თითო რეისზე. ავიაკომპანია აცხადებს, რომ განყოფილება მხოლოდ მოზრდილებისთვის იდეალურია საქმიანი მოგზაურებისთვის ან უშვილო მგზავრებისთვის.

მეტი...

31 ნაპოვნი მიცვალებულიდან უკვე ყველა იდენტიფიცირებულია – პაპუნა მარგველიძე

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში დაღუპული 31 ადამიანიდან ყველა იდენტიფიცირებულია. მისივე თქმით,  2 დაკარგული ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება. „სამძებრო სამუშაოები უკვე 28-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ამოსვენებული 31 ნაპოვნი მიცვალებულიდან უკვე ყველა არის იდენტიფიცირებული. ვაგრძელებთ 2 დაკარგული მოქალაქის ძიებას“, – აღნიშნავს მარგველიძე.  

მეტი...

 ბახმუტთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს 6 უკრაინელი პილოტი დაიღუპა

ბახმუტთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს 6 უკრაინელი პილოტი დაიღუპა. 29 აგვისტოს დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონში სამხედრო ვერტმფრენები Mi-8 ჩამოვარდა. თვითმფრინავი მთლიანად განადგურდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ადგილზე 6 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე მუხლით, რაც ფრენის წესების დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

,,პრეზიდენტს დაბლოკავთ – უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არა უშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ”- ნინო ლომჯარია

,,პრეზიდენტს დაბლოკავთ – უფრო მეტი ხალხი ჩავალთ” – ასე ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტებზე უარს. მისი თქმით, უარი მიუხედავად, პრეზიდენტი მაინც უნდა წავიდეს. ,,ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ და სტატუსის მხარდაჭერა მოვითხოვოთ. პრეზიდენტს დაბლოკავთ – უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არა უშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ, მალე. პრეზიდენტიც უნდა წავიდეს, ჩემი აზრით, მიუხედავად უარის მიღებისა”, – წერს ლომჯარია. პრეზიდენტს ვიზიტებზე უარი ეთქვა – მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში  ზაფხულში რუსეთის ფედერაციის მილიონზე მეტი მოქალაქე ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთს  ზაფხულში რუსეთის ფედერაციის მილიონზე მეტი მოქალაქე ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Эхо Кавказа რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, აფხაზეთმა მეორე ადგილი დაიკავა იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ყველაზე ხშირად ირჩევენ რუსეთის ფედერაციის მაცხოვრებლები სამოგზაუროდ. ამ ზაფხულს ყველაზე პოპულარული იყო თურქეთი (მინიმუმ 2,6 მილიონი ტურისტი ზაფხულის სამ თვეში), აფხაზეთი (1,2 მილიონი), არაბეთის გაერთიანებული საემიროები (350 ათასი), ეგვიპტე (300 ათასი) და ტაილანდი (180 ათასი). გარდა ამისა, რუსებმა იმოგზაურეს. მალდივები (55000), კუბა (35000), შრი-ლანკა (27000) და სეიშელის კუნძულები (11000). საუბარია 5 მილიონ ორგანიზებულ ტურისტზე – მათ, ვინც საზაფხულო არდადეგების ორგანიზებისთვის მიმართა ტურისტულ…

მეტი...

Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ჯგუფ Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კონცერტზე დამსწრე პირებისთვის მუნიციპალური ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ. კერძოდ, N307, N334, N345, N358 და N359 ავტობუსები მოქალაქეებს პირველი სექტემბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

მეტი...

,,გიორგი მიქაუტაძის აიაქსში ტრანსფერმა ისეთი შეგრძნება გამიჩინა, თითქოს კონტრაქტს ხელი მეც მოვაწერე”- შოთა არველაძე

შოთა არველაძე გიორგი მიქაუტაძის საფეხბურთო კლუბ ,,აიაქსში” ტრანსფერს  ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყია, რომ აიაქსის უდიდეს ისტორიას კიდევ ერთი ქართველი და ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი შეეხება. ,,გიორგი მიქაუტაძის აიაქსში ტრანსფერმა ისეთი შეგრძნება გამიჩინა, თითქოს კონტრაქტს ხელი მეც მოვაწერე. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ აიაქსის უდიდეს ისტორიას კიდევ ერთი ქართველი, კიდევ ერთი ფორვარდი და ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი შეეხება. გიორგი საუკეთესო ადგილზე მოხვდა და დარწმუნებული ვარ, მისი როლი ამ შესანიშნავ კლუბში იქნება საკვანძო და გულშემატკივრისთვის საყვარელი ფეხბურთელი მოკლე დროში გახდება. მასთან ერთად, მახარებს სხვა ქართველი…

მეტი...

,,მზად ვარ, შევასრულო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის ნებისმიერი ბრძანება, თუნდაც შედეგი იყოს სიკვდილი”- კადიროვი

,,მე არ ვეკუთვნი ჩემს თავს… მზად ვარ, შევასრულო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის ნებისმიერი ბრძანება, თუნდაც შედეგი იყოს სიკვდილი”, – ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი წერს. კადიროვი გამოცემა Bild-ის სტატიას ეხმაურება, რომელიც წერს, რომ პრიგოჟინის შემდეგ, პუტინი კადიროვს მოკლავს. ,,დღეს გამამხიარულა უცხოურ გამოცემებში რუსეთისგან განაწყენებული დაუმთავრებელი პოლიტოლოგების ანარეკლებმა, რომლებიც სწრაფ სიკვდილს მიწინასწარმეტყველებენ.  არ მომბეზრდება კიდევ ერთხელ გამეორება და კიდევ ერთხელ ვიტყვი სიამაყით: მე ვარ რუსეთის უმაღლესი მთავარსარდლის ქვეითი და არ ვეკუთვნი ჩემს თავს. მე ვეკუთვნი რელიგიას, სამშობლოს და მის ინტერესებს. და მე მზად ვარ შევასრულო ვლადიმერ ვლადიმროვიჩის ნებისმიერი ბრძანება, თუნდაც შედეგი იყოს…

მეტი...

,,არ ვიცით, როგორ არის უნგრეთში, მაგრამ უკრაინა არ ვაჭრობს არც თავისი ტერიტორიებით და არც სუვერენიტეტით”- ნიკოლენკო ორბანს პასუხობს

უკრაინა არ ვაჭრობს თავისი ტერიტორიებითა და სუვერენიტეტით, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის განცხადებას. როგორც უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, უკრაინა მშვიდობითაც არ ივაჭრებს. „უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან უნდა დადოს შეთანხმება, რომელმაც არ უნდა გაითვალისწინოს არც ყირიმის დაბრუნება, არც ნატო-ში უკრაინის წევრობა. ის ასევე დარწმუნებულია, რომ მშვიდობისთვის საუკეთესო შანსია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა. სინამდვილეში, ჩვენ უკვე ავღელვდით, რომ ვიქტორ ორბანი დიდი ხანია, არ გამოსულა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისა და რუსეთის აგრესიის დაკანონების ინიციატივით. ეჭვიც კი შევიტანეთ…

მეტი...

რას ამბობს მამუკა მდინარაძე დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით

დაგროვებითი პენსიის არსებული მოდელი ძალაში 2028 წლის პირველ იანვრამდე დარჩება. მეორე მოსმენით კანონპროექტის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტზე სექტემბრის პირველ კვირაში იგეგმება. პროექტის მიხედვით, ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალ რისკიან პორტფელში მოხვდება. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია მართებდა. ,,საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია მართებდა. სანამ საქართველოს ყველა მოქალაქე არ იქნება დარწმუნებული რას აკეთებს, თავის დანაზოგთან დაკავშირებით მანამდე არანაირი გადაწყვეტილება არ შეიძლება მიიღო- რადიკალური და გარდამტეხი. არ არის სწორი, როდესაც ერთი მხრივ ეუბნები რა კარგია რაღაც და მეორე მხრივ არ აყენებ საქმის კურსში, რომ ჯერ…

მეტი...

წყალი 14 საათით შეწყდება – GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

30 აგვისტოს, აღმაშენებლის ხეივანზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. GWP-ს ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. „გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 30 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 30 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ, 31 აგვისტოს დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას I და II კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის, III და V კვარტლების ნაწილს, ქავთარაძის ქუჩის და ყაზბეგის გამზირის ნაწილს. ნუცუბიძის…

მეტი...

კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოსაწყობად ახალი პროგრამა იწყება

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში პროგრამის ,,დანერგე მომავალი’’ მეშვეობით, 2,500 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა მოცვის კულტურა. მომავალ წლებში საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 20-25,000 ტონას შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან განხორციელდა 18 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 3,000 ტონა მოცვის ექსპორტი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 118% -ით აღემატება. „სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდგომ ჩვენ გვექნება მოცვის საკმაოდ დიდი მოსავალი. რაც, რა…

მეტი...

თბილისის აეროპორტში, გერმანიიდან დეპორტირებული ქართველების თვითმფრინავი დაეშვება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან დეპორტირებული ქართველების თვითმფრინავი დაეშვება. არსებული ინფორმაციით, ბორტზე საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იმყოფება. ქართველების დეპორტაცია გერმანიიდან, სავარაუდოდ, ბერლინის ახალ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რის მიხედვითაც, გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ოფიციალური ბერლინის განცხადებით, ამ ქვეყნების მოქალაქეებს სამშობლოში დევნა არ ემუქრებათ.

მეტი...

ფლორიდას ქარიშხალმა ,,იდალიამ” გადაუარა

ფლორიდის დასაველთით, კიტონის სანაპიროს ქარიშხალმა ,,იდალიამ” გადაუარა. არსებული ინფორმაციით, ქარიშხალი მესამე კატეგორიისაა და 125 მილი/სთ სიჩქარით მოძრაობს. სიჩქრის გამო ქარიშხალი ბოლო 125 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერად დასახელდა. ,,იდალია” მესამე ქარიშხალია, რომელიც ფლორიდას ბოლო 12 თვის განმავლობაში დაატყდა თავს. ცნობისთვის, ფლორიდას 2022 წლის სექტემბერში ქარიშხალმა ,,იანიმ”, 2022 წლის ოქტომბერში კი ქარიშხალმა ,,ნიკოლიმ” გადაუარა.

მეტი...

ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის დიდგვაროვნის სამარხი აღმოაჩინეს

გორში, სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის დიდგვაროვნის სამარხი აღმოაჩინეს. ცნობილია, რომ აღმოჩენა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, არქეოლოგიური გათხრების დროს მოხდა. ,,გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეორე წელია, ქვემო ნიქოზში მიმდინარეობს არქეოლოგიურლი გათხრები, რომლის ფარგლებში აღმოჩენილია რეგიონში პირველი, შუაბრინჯაოს ხანის დიდგვაროვნის სამარხი, უნიკალური არტეფაქტებით”, – ნათქვამია უნივერისტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მეტი...

პრიგოჟინის შემდეგ, პუტინი კადიროვს მოკლავს

,,ვაგნერის” დაჯგუფების დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს მოკლავს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ ვარაუდებს გამოთქვამს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დმიტრო გუდკოვი. კრემლის ოპონენტის თქმით, პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ, რუსული ძალაუფლების აპარატი ახლა სწორედ სხვა, გავლენიანი პირების წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომლებიც მის არსებობას ემუქრებიან. მათივე ცნობით, სწორედ ასეთი პიროვნებაა კადიროვი, რომელიც წლების მანძილზე პრიგოჟინის მოკავშირედ ითვლებოდა და მას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ კამპანიაშიც მხარს უჭერდა. რუსი ოპოზიციონერი ამბობს, რომ ის რუსეთის მთავრობაში ბევრს…

მეტი...

„თუ ათი წლის წინ მევენახეებს ჰქონდათ დაახლოებით 35-40 მილიონი ლარი შემოსავალი, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 270 მილიონი ლარი იყო“-შამუგია

„ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 50 ათასი ტონა ყურძნის მოსავლიდან გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და წელს, დაახლოებით 260 ათასი ტონა შეადგინა“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის სფეროს აქვს, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. „ბოლო პერიოდში სხვადასხვა კითხვა გვესმის ყურძენთან, რთველთან, ხორბალთან, თხილთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ამ საკითხების პოლიტიზირება ხდება. მე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც, ზოგადად,…

მეტი...

„სახელმწიფო მიმდინარე წელს მიზნობრივად და სწორად დაეხმარა მეთხილე ფერმერებს და საჭიროების შესაბამისად გავაგრძელებთ შემდგომ მხარდაჭერას“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა. „თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურაა, რომელის ექსპორტის 70%-ზე მეტი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. წლების წინ, ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევა აზიური ფაროსანას სახით, თუმცა შემდგომ დავიწყეთ პროგრამა და სახელწმიფო ყოველწლიურად მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს ამ მავნებელთან საბრძოლველად. თუმცა ეს საკმარისი არაა, მნიშვნელოვანია თვითონ ფერმერების მიერ მათი ბაღების მოვლა. ჩვენ 2021 წელს გვქონდა კარგი მოსავალი, დაახლოებით 46 ათასი ტონა, შესაბამისად ექსპორტის მაჩვენებელიც კარგი იყო და ხარისხიც უკეთესი, თუმცა 2022 წელს სხვადასხვა ფაქტორებიდან…

მეტი...

„სახელმწიფო ილტოს წყალსაცავის მშენებლობისთვის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას განახორციელებს“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოზე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება. „ჩვენ ვაკვირდებით, რომ კლიმატის ცვლილებს ფონზე ყოველწლიურად წყლის მნიშვნელოვანი დეფიციტია მდინარეებში, მათ შორის მდინარე ალაზანში, ეს განსაკუთრებით ივლის-აგვისტოშია, გვალვის პერიოდში. მთელი მსოფლიოს მიდგომა არის, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას, რათა წყლის რესურსები დაგროვდეს და შესაბამისი წყალსაცავების მშენებლობა მოხდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი კვლევის დაწყება, რომ შევისწავლოთ მდინარე ილტოზე შესაბამისი წყალსაცავის მშენებლობის საკითხი, რომელიც უნდა მოემსახუროს ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის დაახლოებით 40 ათას ჰექტარ ფართობს.…

მეტი...

პრეზიდენტს ვიზიტებზე უარი ეთქვა – მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცახდებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში ვიზიტზე 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი. ,,გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად. ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად,  წერილობით  ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე. სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის…

მეტი...

მშვიდობის საუკეთესო გარანტია ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტაა – ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან უკრაინის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე “შეთანხმების” დადებას. ამავე დროს, ორბანი უარყოფს უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებას და კიევის პრეტენზიებს ოკუპირებულ ყირიმზე. ,,ჩვენ უნდა გავაფორმოთ შეთანხმება რუსებთან უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, რათა უკრაინის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი უზრუნველვყოთ, მაგრამ არა ნატოში გაწევრიანება“, – განაცხადა ორბანმა. მისივე თქმით, “მშვიდობის საუკეთესო გარანტია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტაა”.  

მეტი...

გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

გერმანიის მთავრობა საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამრიგად საქართველო და მოლდოვა თავშესაფრის მაძიებლების განცხადებებს გერმანია დაჩქარებულად განიხილავს, რაც გამოიწვევს იმ ადამიანების სწრაფ დეპორტაციას, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარს ეტყვიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2022 წელსა და 2023 წლის პირველ ნახევარში ორივე ქვეყნიდან განცხადებების 99,9% უარყოფილია. მათივე ცნობით, გერმანიაში თავშესაფარი გასულ წელს 8 865-მა საქართველოს და 5 218-მა მოლდოვის მოქალაქემ მოითხოვა. გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს

მეტი...

კონსტიტუციის დარღვევა იმპიჩმენტის საფუძველია, თუმცა იმპიჩმენტის თემას არ დავძრავთ – მამუკა მდინარაძე

კონსტიტუციის დარღვევა იმპიჩმენტის საფუძველია, თუმცა იმპიჩმენტის თემას ერთადერთი მარტივი მიზეზით არ დავძრავთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ჰგონია, რომ თუ ქვეყნის შიგნით ცუდ რაღაცებს ილაპარაკებს, ეს ქვეყნის გარეთ არ გადის. „იმპიჩმენტის შემთხვევაში საჭიროა ოპოზიციის ხმები და მაშინ, როცა პრეზიდენტი და ოპოზიციის ტელევიზიები ერთ ხმაში საუბრობენ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ უჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, იმპიჩმენტი გამორიცხულია და თავიდანვე რაც გამორიცხულია, მის დაძვრას აზრი არ აქვს. რაც შეეხება ბრიუსელში პრეზიდენტის გამოსვლას, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის შიგნით ცუდი რაღაცები ილაპარაკა, ქვეყნის გარეთ შეეცადა, ეს…

მეტი...

რუსეთში ტყის ხანძარია

ტყის ხანძარი რუსეთში –  კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვის პირად მდებარე ქალაქ გელენჯიკთან 118 ჰექტარის ტერიტორია იწვის. ქალაქის მერის, ალექსეი ბოგოდისტოვის განცხადებით, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში 441 პირი მონაწილეობს, ჩართულია 80 სახანძრო მანქანა, თვითმფრინავი და ვერტმფრენი.  

მეტი...

გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს

გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა. „ორივე ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ორივე ქვეყანაში ადამიანებს, როგორც წესი, არ ემუქრებათ დევნის რისკი პოლიტიკური მიზეზების გამო. გარდა ამისა, გერმანიაში თავშესაფრის ყოველი ათიდან ერთზე მეტი მოდის ამ ქვეყნებიდან და უსაფრთხოდ აღიარება საშუალებას მისცემს შემცირდეს არალეგალური მიგრაცია ძალიან სწრაფად და ეფექტურად“, – განაცხადა ფეზერმა. ფეზერმა მოლდოვასთან და საქართველოსთან მიგრაციის სფეროში ხელშეკრულებების დაგეგმილი ხელმოწერის შესახებ განაცხადა. „ეს მისცემს შანსს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ გერმანიაში ჩამოსვლა, აქ განათლების მიღება, მუშაობა და ასევე მოიზიდონ აუცილებელი კვალიფიცირებული პერსონალი“,…

მეტი...

პრეზიდენტს საგარეო ვიზიტებზე არ აქვს მთავრობის თანხმობა – მამუკა მდინარაძე

როგორც ქართული რადიკალური ოპოზიცია, იგივე „ნაცმოძრაობა“ თავისი ყველა ჯგუფით და კლასტერით, ასევე სალომე ზურაბიშვილი ერთ ნარატივზე არიან და ეს ნარატივი საბოლოო მიზნად ისახავს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობა არ აქვს. „შემიძლია დაგიდასტუროთ, მეც ზუსტად იგივე ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველოს პეზიდენტს არ აქვს თანხმობა საქართველოს მთავრობის, რომელიც საქართვლოს კონსტიტუციის მიხედვით ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას, კომპეტენციას. კონსტიტუციის მიხედვით მის კომპეტენციაშია საგარეო კურსის განსაზღვრა და ამ კურსის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს…

მეტი...

27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება – ღვაწლმოსილ პედაგოგებს 10 000 ლარის ოდენობის ყოველწლიური პრემია გადაეცემათ

მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის ეროვნული დღე. ,,აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

შოვში სტიქიით დაზარალებული პირები, დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახების წევრები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზეც შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას. აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში.

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 23 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზეც შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას. აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში. მთავრობის წევრებმა განიხილეს ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი,…

მეტი...

უკრაინის რადამ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს კორუფცია სახელმწიფო ღალატს უთანაბრდება

უმაღლესმა რადამ დაარეგისტრირა კანონპროექტი ომის დროს კორუფციის სახელმწიფო ღალატთან გაიგივების შესახებ. მისი ავტორები არიან სახალხო დეპუტატი დიმიტრი რაზუმკოვი და მისი ასოციაცია რადაში. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტს კორუფციისა და სახელმწიფო ღალატის შესახებ თავის კანონპროექტს წარუდგენს. „გონივრული პოლიტიკის“ გუნდმა დაარეგისტრირა №9659 კანონპროექტი, რომლითაც ჩვენ ვავსებთ სისხლის სამართლის კოდექსს 111-3 მუხლით და კორუფციის სასჯელს ვაიგივებთ საომარი მდგომარეობის დროს სახელმწიფო ღალატის სასჯელთან. 15 წელი გისოსებს მიღმა ან სიცოცხლე ქონების კონფისკაციით“,- განაცხადა რაზუმკოვმა. მისი თქმით,  უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით, დღევანდელ ხელისუფლებას შეეძლება ზეწოლა მოახდინოს პოლიტიკურ ოპონენტებზე და დაფაროს…

მეტი...

თუ საქართველო გარკვეულ ცვლილებებს მიაღწევს, იქნება სრული თანხმობა  27 წევრი სახელმწიფოს მხრიდანაც – პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას ეხმნიანება, რომლის თქმით, ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. მისი თქმით, შარლ მიშელი გულისხმობდა, რომ 27 წევრ ქვეყანას სჭირდება მზადყოფნა გაფართოებისთვის. ,,ჩემი აზრით, ეს მართლაც მნიშვნელოვანი გამოსვლაა. ეს არის ხედვა და პირველად გვაქვს თარიღის შეთავაზება. 2030 წელი არის შვიდწლიანი დრო, რომელიც წინა ევროპული სტანდარტებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფია. ეს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წინადადება, რომ განხილვა დაიწყება. ვფიქრობ, ეს ძალიან ამბიციური მიზანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ საქართველო გარკვეულ ცვლილებებს მიაღწევს, იქნება სრული თანხმობა ამჟამინდელი 27 წევრი სახელმწიფოს…

მეტი...

პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები თვალთმაქცობაა – გია ვოლსკი

ევროპული ქვეყანა არ დარჩენილა, სადაც საგარეო გუნდს ინტენსიური კონსულტაციები არ ჰქონდა. პრეზიდენტმა 26 მაისს რა განცხადებითაც მიმართა ახალწვეულებს, ახლა მისი აქტივობები თვალთმაქცობას უფრო ჰგავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები თვალთმაქცობაა. „სიტყვა ერთია და საქმე – მეორე. მისი ბოლოდროინდელი განცხადებები რაც მოვისმინეთ, სამწუხაროდ, მისი ადეკვატური შეფასება თვალთმაქცობაა. ფორმულა, რომ ხალხი და მთავრობა სხვადასხვა არიან და მთავრობა ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს, თუ ევროპულ დედაქალაქებში, მათ შორის ბრიუსელში ამ ფორმულით ჩადიხარ, ეს თვალთმაქცობაზე კიდევ უარესი შეიძლება, იყოს. თუ პრეზიდენტი ევროპაში რაიმე კონსტრუქციული პოზიციით…

მეტი...

სემეკმა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა. ახალი მარეგულირებელი აქტით მოწესრიგდება პირველად წყალმოსარგებლეს – მიმწოდებელსა და მომხმარებელთა შორის საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. საირიგაციო წყლის მიწოდების წესებით განისაზღვრა მიმწოდებლისა და მომხმარებლების ვალდებულებები, დაწესდა ნორმები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალე და სამართლიან პრინციპებზე დაფუძნებული მომსახურების პირობები. წესების შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფა მოხდება ფაქტობრივად მიღებული მომსახურების შესაბამისად, რაც სექტორის განვითარებისთვის შექმნის შესაბამის პირობებს. წესების დადგენასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 20 ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ერთი თვის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა…

მეტი...

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა

დღეს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაკარგულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ თანაუგრძნო იმ მწუხარების გამო, რაც ოჯახის წევრისა და ახლობლის უგზო-უკვლოდ დაკარგვას ახლავს. მემორიალთან ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ფონდ “მოლოდინისა” და ოჯახური კომიტეტების წევრთა ორგანიზებით და მონაწილეობით ჩატარდა. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნათია ჯანაშვილი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე და სამსახურის თანამშრომლები. უგზო-უკვლოდ…

მეტი...