,,ბავშვები არ დაიშვებიან”- ევროპული ავიაკომპანია თვითმფრინავში ახალ ზონას ამატებს

ევროპული ავიაკომპანია 48 დოლარად ამოქმედებს ბავშვებისგან თავისუფალ ზონებს თავის ფრენებზე.  ავიაკომპანია Corendon-მა  განაცხადა, რომ ნოემბრიდან ამსტერდამსა და კარიბის ზღვის კუნძულ კურასაოს შორის მარშრუტზე ბავშვებისგან თავისუფალ ზონებს გახსნის.

მონაკვეთი, რომელსაც ავიაკომპანია “მხოლოდ ზრდასრულთა” ზონას უწოდებს, განთავსდება თვითმფრინავის წინა მხარეს და დაიხურება კედლებითა და ფარდით.

იქნება 93 სტანდარტული ადგილი, რომელთა დაჯავშნა 16 წელზე უფროსი ასაკის მგზავრებს შეუძლიათ 45 ევროდ, ანუ დაახლოებით 48 დოლარად, თითო რეისზე.

ავიაკომპანია აცხადებს, რომ განყოფილება მხოლოდ მოზრდილებისთვის იდეალურია საქმიანი მოგზაურებისთვის ან უშვილო მგზავრებისთვის.

მსგავსი თემები