,,გიორგი მიქაუტაძის აიაქსში ტრანსფერმა ისეთი შეგრძნება გამიჩინა, თითქოს კონტრაქტს ხელი მეც მოვაწერე”- შოთა არველაძე

შოთა არველაძე გიორგი მიქაუტაძის საფეხბურთო კლუბ ,,აიაქსში” ტრანსფერს  ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყია, რომ აიაქსის უდიდეს ისტორიას კიდევ ერთი ქართველი და ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი შეეხება.

,,გიორგი მიქაუტაძის აიაქსში ტრანსფერმა ისეთი შეგრძნება გამიჩინა, თითქოს კონტრაქტს ხელი მეც მოვაწერე. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ აიაქსის უდიდეს ისტორიას კიდევ ერთი ქართველი, კიდევ ერთი ფორვარდი და ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი შეეხება.

გიორგი საუკეთესო ადგილზე მოხვდა და დარწმუნებული ვარ, მისი როლი ამ შესანიშნავ კლუბში იქნება საკვანძო და გულშემატკივრისთვის საყვარელი ფეხბურთელი მოკლე დროში გახდება. მასთან ერთად, მახარებს სხვა ქართველი ფეხბურთელების წარმატებული ტრანსფერები და იმედი მაქვს, მათი ინდივიდუალური წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი საბოლოოდ ეროვნული ნაკრების შედეგზე აისახება”, – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები