ოპოზიცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს პარლამენტში იბარებს

ოპოზიცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს პარლამენტში იბარებს. ბრიფინგი პარტია ,,საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა და დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გამართეს.

აქუბარდიას თქმით, როგორც მოქალაქეების, ისე პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ უფლებების დარღვევების გამოუძიებლობაზე, პასუხისმგებელი ეს უწყებაა და კაციტაძე პირველივე სხდომაზე უნდა გამოცხადდეს.

,,ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებად ქცეულმა მოძალადე “ქართულმა ოცნებამ” ფაქტობრივად არც ერთ საქმეზე რომელიც ეხება თვე-ნახევრის განმავლობაში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას, ქვეყანაში მოწყობილ მასობრივ ტერორს, რომელიც გამოხატულია იმით, რომ ურეკავენ ადამიანებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს, ხდება მათი დაშინება. არც ერთ მსგავსი პოლიციელების და სამართალდამცავების მიერ გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება არ დაწყებულა და არ დაყენებულა კონკრეტული სამართლებრივი შედეგები, ეს პირველ რიგში ეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს”, – თქვა ლილუაშვილმა.

მსგავსი თემები