ბახმუტთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს 6 უკრაინელი პილოტი დაიღუპა

ბახმუტთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს 6 უკრაინელი პილოტი დაიღუპა. 29 აგვისტოს დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონში სამხედრო ვერტმფრენები Mi-8 ჩამოვარდა. თვითმფრინავი მთლიანად განადგურდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ადგილზე 6 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი იპოვეს.

წინასწარი მონაცემებით, საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე მუხლით, რაც ფრენის წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები