ხარკოვში დღეს გლოვის დღეა – ოლქში 11 დაღუპულს გლოვობენ

ხარკოვში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. ქვეყანა ოლქის სოფლების დაბომბვის შედეგად 11 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის, ორსული ქალის დაღუპვას გლოვობს. დაშვებულია 40-მდე ადამიანი. ხარკოვის ოლქს ოკუპანტები ინტენსიურად უტევენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ კონტროლი მოიპოვეს რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე. ბოლო მონაცემებით, რუსული შეტევის დაწყებიდან, 10 ათასზე მეტმა ადამიანმა თავიანთი სახლები დატოვა.

როგორც ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი აღნიშნავს რუსული ჯარების მიზანი ამ ეტაპზე ქალაქ ჩასოვიარის აღებაა. გასულ ღამით შეტევა იყო ლვოვის ოლქზეც, დაიბომბა სუმიც.

მსგავსი თემები