თსუ-ს სტუდენტების ნაწილი კობახიძისთვის ლექტორის სტატუსის შეწყვეტას ითხოვს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორს მოუწოდებენ ირაკლი კობახიძეს ლექციების უფლება ჩამოერთვას. ახალგაზრდებმა უმაღლეს სასწავლებელთან აქცია გამართეს.

ახალგაზრდებმა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა შენობის შიგნითაც სცადეს, თუმცა უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

შეგახსენებთ,რომ დღეს 18 საათზე უცვლელი მოთხოვნით ახალგაზრდების მარშუ იგეგმება სხვადასხვა ადგილიდან. 10- მდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები წერეთელზე და სამედიცინო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ.

,,ბოლო ზარი აქციაზე” ამ სახელწოდებით კი, მე-12-ე კლასელები განათლების სამინისტროსთან მივლენ, შემდეგ კი, მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

მსგავსი თემები