ოკუპირებულ აფხაზეთში  ზაფხულში რუსეთის ფედერაციის მილიონზე მეტი მოქალაქე ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთს  ზაფხულში რუსეთის ფედერაციის მილიონზე მეტი მოქალაქე ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Эхо Кавказа რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთმა მეორე ადგილი დაიკავა იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ყველაზე ხშირად ირჩევენ რუსეთის ფედერაციის მაცხოვრებლები სამოგზაუროდ.

ამ ზაფხულს ყველაზე პოპულარული იყო თურქეთი (მინიმუმ 2,6 მილიონი ტურისტი ზაფხულის სამ თვეში), აფხაზეთი (1,2 მილიონი), არაბეთის გაერთიანებული საემიროები (350 ათასი), ეგვიპტე (300 ათასი) და ტაილანდი (180 ათასი). გარდა ამისა, რუსებმა იმოგზაურეს. მალდივები (55000), კუბა (35000), შრი-ლანკა (27000) და სეიშელის კუნძულები (11000).

საუბარია 5 მილიონ ორგანიზებულ ტურისტზე – მათ, ვინც საზაფხულო არდადეგების ორგანიზებისთვის მიმართა ტურისტულ სააგენტოებს.

მსგავსი თემები