,,ისეთ ლექსებზე ვართ გაზრდილი, სადაც წერია, რომ ჩემს ქვეყანასო სხვის სამოთხეზე არ გავცვლიო, არამცთუ სანქციაზე” – წულუკიანი

ისეთ ლექსებზე ვართ გაზრდილი, სადაც წერია, რომ ჩემს ქვეყანასო სხვის სამოთხეზე არ გავცვლიო, არამცთუ სანქციაზე, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიასთან, სანქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

,,მე არ ვიცი რამდენი წლის ბრძანდებით თქვენ, მაგრამ ჩვენ და ის დეპუტატები, ვინც პარლამენტში ბრძანდებიან, საპარლამენტო უმრავლესობის, ისეთ ლექსებზე ვართ გაზრდილი, სადაც წერია, რომ ჩემს ქვეყანასო სხვის სამოთხეზე არ გავცვლიო, არამცთუ სანქციაზე. აი, ეს არის ჩემი პასუხი”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები